вторник, 9 марта 2010 г.

პროექტი

1. პროექტის სახელი:
რუსეთის აგრესია საქართველოში.




2. პროექტის მიზანი:
ამ პროექტის ძირითადი მიზანია, უახლეს ისტორიაში მომხდარი ტრაგედიის გაანალიზება. 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ მასელების მოძიება და სხვადსხვა მეთედების გზით მოსწავლეთა კვლევითი და შემოექმედებითი უნარის განვითარება.
3. პროექტის სრული აღწერა:
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს დაევალებათ სხვასხვა წყაროდან ინფორმაციის შეგროვება (ინტერნეტი, პირადი საუბრები, ტელევიზია, პრესა).
ინფორმაციის გაანალიზება მოხდება ჯგუფური მუშაობის წესით, მიღებული ინფორმაცია კი გამოქვეყნდება სკოლის ელექტრონულ ჟურნალში, ასევე გამოქვეყნდება სხვადასხვა ფორუმებზე. ინფორმაციის გამოქვეყნებას და გავრცელებას მოახდენენ მოსწავლეები.

4. მონაწილეთა ასაკი:
15-17 წელი.

5. ვადები/ხანგრძლივობა:
პროექტის ვადა განისაზღვრება 45 დღით.

25 დღე ინფორმაციის მოძიება, შეგროვება;

15 დღე ინფორმაციის ანალიზი და დახარისხება, საბოლოო სახის მიცემა;
5 დღე პუბლიკაცია;

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ბავშვების ჩართულობა, ჯგუფური მუშაობა.

7.მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეთა აქტივობის გაზრდა;
დამოუკიდებლად მოქმედების უნარის ამაღლება;
დასახული მიზნის მიღწევა.

8. სარგებელი სხვებისთვის:
სხვა მოსწავლეებისთვის ცოდნის გაზიარება;
მასწავლებელთათვის და მშობლებისათვის მიღებული ობიექტური ინფორმაციის მიწოდება.

9. სამუშაო ენა:
ქართული.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
სხვადასხვა კვლევითი სამუშაოების ჩატარების დროს მოსწავლეებს დაევალებათ პარელელების გავლება საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდებს შორის.

11. პროექტის ფასილიტატორი:
ნათია მაჭარაშვილი.
natmacharashvili@gmail.com

ჩემი პორტფოლიო
გაკვეთილი– რუსეთის აგრესია საქართველოში